ეკა ბესელია - უზენაესი სასამართლო ბოლო ინსტანციაა, რომელიც „კლანის“ გავლენის ქვეშ არ არის - საჭიროა ძალების მობილიზება, რომ ეს შენარჩუნდეს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, რათა სასამართლოს მმართველ “კლანს“ უზენაესი სასამართლოს შემადენლობის სასურველი მოსამართლეებით დაკომპლექტების მეორე მცდელობა არ გამოუვიდეს.

პარლამენტში, იურისტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართულ შეხვედრაზე, ბესელიამ გასული წლის დეკემბერში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია გაიხსენა და აღნიშნა ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, უზენაესი სასამართლო ერთადერთ ინსტანციად რჩება, რომელზეც “კლანს“ გავლენა არა აქვს.

“უზენაესი სასამართლო ის ბოლო ინსტანციაა, რომელიც „კლანის“ გავლენის ქვეშ არ არის. საჭიროა ძალების მობილიზება, რომ ეს შენარჩუნდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს