უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ.

მათივე ცნობით, ჟურნალისტებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, პროდუქტები და მთიანი აჭარა მოინახულეს.

„დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში წელს სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიისა და ტურისტული კომპანიის 370-მდე წარმომადგენელმა იმოგზაურა. მათ შორის 90-მდე ჟურნალისტმა და ბლოგერმა დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და სხვა სამიზნე ქვეყნებიდან. შედეგად, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ მომზადებული 40-მდე სტატია, რეპორტაჟი და ბლოგი გამოქვეყნდა. დეპარტამენტი ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა