საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე რეზოლუციის პროექტის ინიცირებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები მოახდენენ

საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე რეზოლუციის პროექტის ინიცირებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები განახორციელებენ.

რეზოლუციის პროექტი იურისტთა ჯგუფმა მოამზადა და ის პარლამენტის მიერ სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის და მისი შედეგების უარყოფითად შეფასებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის დადგენილებით უნდა შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობაში როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები შევლენ. აღნიშნულმა კომისიამ უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა ძირს უთხრის ჭეშმარიტ სამოსამართლო ღირებულებებს, მოსამართლეებში ნერგავს შიშს, კონფორმიზმს, ნეპოტიზმს, ფარული გარიგების კულტურას, დევნის კრიტიკულ აზრს და ინდივიდუალიზმს, შესაბამისად, მორალურად ანადგურებს სასამართლოს სისტემას და ამ ფერხულში ითრევს სასამართლოში შესულ ახალ კადრებს.

პროექტი პარლამენტში დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა 4 ივნისს წარადგინა. დღეს მისი განხილვა პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი დეპუტატების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო