ანგელა მერკელი ჰიმნს ისევ სავარძელში დამჯდარი უსმენდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მოლდოვის პრემიერი მაია სანდუ მოლაპარაკებების წინ სახელმწიფო ჰიმნებს სავარძლებში მსხდომნი უსმენდნენ. ოფიციალური ღონისძიების პროტოკოლის შეცვლა უკვე მეორედ მოხდა. წინა კვირას მერკელი და დანიის პრემიერი მეტე ფრედერიკსენი ასევე სავარძლებიდან უსმენდნენ ჰიმნებს. მანამდე კი სამი კვირის განმავლობაში სამჯერ: უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტის, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან მიღების, ასევე წინა კვირის დასაწყისში ფინეთის პრემიერ-მინისტრის ანტი რინეს გერმანიაში სტუმრობის დროს ანგელა მერკელი შუძლოდ გახდა. ამის შემდეგ კანცლერმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, ის როგორც თანამდებობის პირი და როგორც რიგითი მოქალაქე თავის ჯანმრთელობაზე სერიოზულად ზრუნავს. ამ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს გერმანულ „n-tv“-ზე დაყრდნობით.

ორიოდე დღის წინ ნეიროლოგისა და კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის გერმანული კლინიკის ხელმძღვანელმა უვე იანკემ გერმანიის კანცლერის სავარაუდო დიაგნოზი დაასახელა. გერმანელი ექიმის აზრით, მერკელს შეიძლება ჰქონდეს ორთოსტატიკური ტრემორი. ამ დაავადების მქონე ადამიანი მხოლოდ ფეხზე დგომის შემთხვევაში კანკალებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო