მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა ილონა თოდუას დაკითხვა მოუწყვეს,  ისინი გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას

ძალიან არ მინდა მქონდეს ისეთ ადამიანებთან საქმე, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირები. მე ამაზე ვნერვიულობ, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი ბონდარენკომ არამოსამართლე წევრების - ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მისამართით განაცხადა.

ბონდარენკოს განმარტებით, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუას იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე "დაკითხვა მოუწყვეს, გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და ადგილი ჰქონდა ზეწოლოს მცდელობას" .

"ისინი გასცდნენ თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და შეიჭრნენ იმ სივრცეში, სადაც მათ სამსახურებრივად ამის უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ქალბატონმა ჯანეზაშვილმა და დოლიძემ დღეს დაარღვიეს კანონი. მე, ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, შესაძლებელია მათი ქმედება შეიცავდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს", - განაცხადა ბონდარენკომ ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მისამართით საბჭოს სხდომაზე.

ირაკლი ბონდარენკოს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

"თუ საუბარია ნეპოტიზმზე, ინტერესთა კონფლიქტზე, მაზლებზე, სიძეებზე, შესაძლო კორუფციაზე, პოლიტიკურ დაკვეთებზე, ჩვენ არ გვეძლევა საქმიანი დისკუსიის საშუალება. "კლანი" გადმოდის სისხლის სამართლებრივი დევნის მუქარაზე. ამ პირობებში როგორ იქნება შესაძლებელი, რომ საქმიანად წარიმართოს მოსამართლეთა შერჩევა, ეჭვი მეპარება. თუ ასე გავაგრძელებთ კრიტიკული კითხვების დასმას, ჩვენ არ მოგვეცემა მუშაობის საშუალება და ეს, პირველ რიგში, დაარტყამს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა