ეკა ბესელია - სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება შესაცვლელია და შესაქმნელია სპეციალური კომისია

სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება შესაცვლელია, შესაქმნელია სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა იმუშაოს საპარლამენტო კომისიის დონეზე და დაადგინოს ყველა ნეგატიური მიზეზი, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შესაცვლელია საკანონმდებლო კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი და სამართლიანი.

„დღეს, იურისტებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა დავიწყოთ ინიცირება რეზოლუციის პროექტის, რომლითაც შეფასდება წარსულის შეცდომები და უარყოფითი მხარეები რაც ჰქონდა სასამართლოს და შეფასდება ასევე, დღევანდელი რეალობა, რომ დღეს არსებობს სასამართლოში მცირე ჯგუფი, რომელიც არის გავლენიანი, რომელსაც მართავს სასამართლო ხელისუფლებას და იწვევს ძალიან ნეგატიურ პროცესებს. შესაცვლელია ეს ვითარება, შესაქმნელია სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა იმუშაოს საპარლამენტო კომისიის დონეზე და დაადგინოს ყველა მიზეზი. ასევე, აუცილებლად არის შესაცვლელი საკანონმდებლო კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს მართლაც დამოუკიდებელი და სამართლიანი” , - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე რეზოლუციის პროექტის ინიცირებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები განახორციელებენ.

პროექტი პარლამენტში დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა 4 ივნისს წარადგინა. დღეს მისი განხილვა პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი დეპუტატების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს