ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებზე მესამე სიხშირეს ამატებს

31 ივლისიდან ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ მგზავრებს ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესთავაზებს. ავიარეისები იატასა და იკაოს მიერ სერტიფიცირებული ემბრაერ 190-ით შესრულდება. მგზავრებს ავიაბილეთების შეძენის შესაძლებლობა აქვთ ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ სალაროებში, ონლაინ, ტურისტულ სააგენტოებსა და სხვა ყველა შესაძლო რეზერვაციის არხის საშუალებით.

“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 31 ივლისიდან ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ აფართოებს პირდაპირი ავიარეისების ქსელს თბილისიდან ევროპის მიმართულებით. ეს მესამე ყოველკვირეული ავიარეისი ამსტერდამის მიმართულებით წარმოადგენს მთავრობისა და კერძო სექტორის უწყვეტი ძალისხმევის შედეგს, რათა მოვიზიდოთ უფრო მეტი ევროპელი ვიზიტორი ბაზრის დივერსიფიკაციის გზით. როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია ასრულებდა ორ ავიარეისს ამსტერდამის მიმართულებით, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ,,ჯორჯიან ეარვეისმა’’ მიიღო გადაწყვეტილება კვირის განმავლობაში მესამე ავიარეისი შეასრულოს, რომელიც ტურ ოპერატორებსა და ბიზნეს მოგზაურებს გაუადვილებს საქართველოში სტუმრობას, როგორც ზაფხულის განმავლობაში, ასევე მისცემს შესაძლებლობას დაათვალიერონ საქართველო წელიწადის ოთხივე სეზონზე. ამსტერდამის მიმართულებით სიხშირის გაზრდა ჩვენს მგზავრებს მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს, დაწყებული ქალაქის ტურით, დამთავრებული ,,გრძელი უქმეებით’’. - ამბობს თამუნა თანდაშვილი, ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ კომერციული დირექტორის მოადგილე.

ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებს:

ორშაბათი - A9 651 თბილისი 06:30 LT - ამსტერდამი 09:40LT

A9 652 ამსტერდამი 10:40 LT - თბილისი 17:15 LT

ოთხშაბათი - A9 651 თბილისი 10:10LT - ამსტერდამი 13:20LT

A9 652 ამსტერდამი 14:40LT - თბილისი 21:30LT

შაბათი - A9 651 თბილისი 06:30 LT - ამსტერდამი 09:40LT

A9 652 ამსტერდამი 10:40 LT - თბილისი 17:15 LT

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო