მამუკა ბახტაძე - საქართველოში „ევრობასკეტის“ ჯგუფური ეტაპის ჩატარება ქართული კალათბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის დიდი გამარჯვებაა

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოში „ევრობასკეტის“ ჯგუფური ეტაპის ჩატარება ქართული კალათბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის დიდი გამარჯვებაა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს მიულოცა წარმატება და აღნიშნა, რომ საქართველო „ევრობასკეტის“ მასპინძლობისთვის კარგად მოემზადა.

„2021 წელს საქართველოში ჩატარდება ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი. ეს არის დიდი გამარჯვება ქართული კალათბურთისთვის და ზოგადად ჩვენი სპორტისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან, საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. გახსოვთ ახალგაზრდული თამაშები, ასევე მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში და 2021 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩემპიონატს, „ევრობასკეტს“ საქართველოში. ეს უზარმაზარი წარმატებაა და ამასთან ერთად სასიხარულოა ის, რომ ჩვენს ნაკრებს არ მოუწევს შესარჩევი ეტაპის გავლა და პირდაპირ ჯგუფში ითამაშებს. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ჩვენ ძალიან კარგად მოვემზადეთ, თითოეული დეტალი იქნა გაანალიზებული და შედეგიც დადგა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა