ირანში ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 3 ბავშვია

ირანის ცენტრალურ ნაწილში მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. 9 ადამიანი დაშავდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ისფაჰანის პროვინციაში, ქალაქ ჰონსართან ახლოს მოხდა.

ქალაქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ავტომობილს მუხრუჭებმა უმტყუნა და ის ხევში გადავარდა. დაშავებულები საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაჰყავთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა