გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება: „სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების III, IV, V, VI ქუჩების, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაკურიანის, დოლიძის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის და ბაკურციხის ქუჩების მცხოვრებლებს.11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, რუსთაველის გამზირის, პუშკინის, გუდიაშვილის, ნიშნიანიძის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, წავკისის, ამაღლების, ოქროყანის, ავთანდილის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მეველეს, ლომოურის, აბდუშელაშვილის, ცუცქირიძის და სამოქალაქოს ქუჩების მცხოვრებლებს.ვაკის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და დიღმის მასივის I, II კვარტლების მცხოვრებლებს.ჩუღურთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრუკენის მოედნის, რომის, ჭოროხის, კოლხეთის, კიევის, კოტე და სოსო წერეთლების და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს