იუსტიციის საბჭო 17 ივლისს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას  იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 17 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს. გასაუბრება 11:00 საათზეა ჩანიშნული. პირველ ეტაპზე შერჩეული 50 კანდიდატიდან გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი გაივლის.

საბჭოს მოსამართლ წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი უპრეცედენტოდ საჯარო იქნება.

"ყოველგვარი სპეკულაცია, საბჭოს წევრების მხრიდან იქნება ეს თუ სხვა სუბიექტებისგან, რომ პროცესის საჯაროობა არ იქნება უზრუნველყოფილი, წუნასწარ ხაზგასმით გეუბნებით, რომ ეს არის დემაგოგია. დღევანდელი სხდომის ბოლო საკითხიც ჩემი ინიციატივით იქნა ჩასმული დღის წესრიგში, სწორედ იმიტომ, რომ 17 ივლისს, ყველა შესაძლო პრობლემური საკითხი დაწყებული - სხდომის დარბაზში დასწრებიდან, ეს იქნებიან ჟურნალისტები, არასამათავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაგრძელებული - საბჭოს ფოეში ე.წ. სტრიმის გადაცემით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა ტექნიკური საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფს, რომ გასაუბრების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმათოს ისე, რომ შეკითხვა არავის დარჩეს საჯაროობასთან და მოსმენის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანბანის პრინციპით წარიმართება. 17 ივლისს კი გასაუბრების პროცესი იწყება შემდეგი კანდიდატებით: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი,თამარ ბურჯანაძე და მერაბ გაბინაშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ 50 კანდიდატთან გასაუბრების პროცესს ჩანიშნავს.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი