მიხეილ ბატიაშვილის  განცხადებით, სკოლებში სხვადასხვა ავტორების 6-მდე „დედაენის“ სახელმძღვანელო დარჩება და ამასთან,  პედაგოგებს გოგებაშვილის „დედაენით“ სწავლებაც შეეძლებათ

განათლების მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა ავტორების 6-მდე გრიფირებული „დედაენის“ სახელმძღვანელო დარჩება და ამასთან, პედაგოგებს გოგებაშვილის „დედაენით“ სწავლებაც შეეძლებათ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც არსებობდა რჩება და მათ ემატება გოგებაშვილის „დედაენა“ რომლითაც პედაგოგმა შეიძლება ისარგებლოს, როგორც ძირითად ან დამხმარე რესურსად.

„ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები , რომლებიც შეტანილია სკოლაში. ჩვეულებრივ პედაგოგები წყვეტენ რომელი გრიფირებული სახელმძღვანელო აირჩიონ . გვაქვს „დედაენის 6-ამდე სახელმძღვანელო სხვადასხვა ავტორების , რომლებითაც სკოლებში როგორც აქამდე , ისე გააგრძელებენ სწავლას. იაკობ გოგებაშვილსაც მე მგონი აქვს უფლება , რომ სხვა ავტორების „ დედა ენასთან“ ერთად, სკოლაში რომელი პედაგოგიც გადაწყვეტს და აირჩევს, როგორც ძირითად ან ასევე სხვა „დედაენასთან“ ერთად დამატებით რესურსს, ისწავლებოდეს,“-აცხადებს ბატიაშვილი.

მინისტრის თქმით, ყველა პირველკლასელი, ისევე როგორც სხვა სახელმძღვანელოებს, სხვა „დედაენებთან“ ერთად, გოგებაშვილის „დედაენასაც“ მიიღებს უფასოდ.

სკოლებში "დედა ენის" სწავლებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი განმარტებას აკეთებს

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო