მიხეილ ბატიაშვილი - 2021 წლამდე, დიღმის ტერიტორიაზე, ევროპული სტანდარტების ახალი სპორტის სასახლის აშენება უნდა მოვასწროთ

2021 წლამდე, დიღმის ტერიტორიაზე, ევროპული სტანდარტების ახალი სპორტის სასახლის აშენება უნდა მოვასწროთ, - ამის შესახებ მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სპორტის სასახლე სხვადასხვა ღონისძიებებისთვის იქნება გამოყენებული. მათ შორის, სასახლის მშენებლობა ევრობასკეტის ჩემპიონატსაც მიეძღვნება.

„ჩვენ უნდა ავაშენოთ და 2021 წლამდე უნდა მოვასწროთ ევროპული სტანდარტების მქონე ახალი სპორტის სასახლე, რომელიც განთავსებული იქნება დიღმის ტერიტორიაზე. ჩვენ უკვე შერჩეული გვქონდა აქამდეც ადგილი, სადაც განთავსდება ახალი სპორტის სასახლე, რომელიც იქნება სრულიად თანამედროვე სტანდარტების უნიკალური ნაგებობა. ის ასევე საშულებას მოგვცემს სხვადასხვა ღონისძიებებისთვის იქნას გამოყენებული, მაგრამ რაც მთავარია, ის მიეძღვნება ევრობასკეტის ჩემპიონატს“, - განაცხადა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს