ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - თუ რამე დავაშავე და დამიმტკიცებენ, მე ვაგებ პასუხს, მაგრამ თუ ვერ დამიმტკიცებენ, მაშინ ბოდიში უნდა მომიხადონ

მე არასდროს ამიღია პრემია, ერთი თეთრი არ ამიღია, ვერავის ასეთი ინფორმაცია ვერ ექნება,- ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაციას, რომ პროკურატურა ჭიდაობის ფედერაციაში არსებული სიტუაციით უნდა დაინტერესდეს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გეგეშიძე უარყოფს, რომ მან 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში 40 000 ლარის პრემია აიღო. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ფედერაციას ფულს ოლიმპიური კომიტეტი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჭიროებისამებრ ურიცხავს ხოლმე. გეგეშიძის თქმით, ფედერაცია სწორედ მათ წინაშეა ანგრიშვალდებული. მისი მტკიცებით, სამინისტრო ფედერაციას არც ერთ მსგავს გადაცდომას არ პატიობს და შესაბამისად, თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ადგილი ვერ ექნება.

"მე არასდროს არ ამიღია პრემია. ერთი თეთრი არ ამიღია. ვერავის ასეთი ინფორმაცია ვერ ექნება. ტყულია ეს ინფორმაცია. მე არასდორს არც ერთი თეთრი არ ამიღია არსად. როგორ ან საიდან უნდა ამეღო?! ფედერაციის ბიუჯეტიდან მე ხელფასი არ მეკუთვნის, ისე ვარ ხელმძღვანელი. ჩემი თავი სადმე თუ გავაფორმე და რამე ავიღე, ეგეთი საბუთი თუ სადმე მოგეძებნებათ, მითხარით. შეიძლება ვიღაცა იტყუება. მე ასეთი რამე პირველად მესმის. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ხელფასი არ ეკუთვნის, პრემია კი ეკუთვნის, მაგრამ მე არ ამიღია. ისეთ რაღაცაზე მესაუბრებით ახლა, რომ მიკვირს. ჭიდაობის ფედერაციაში ყოველგვარი კორუფცია და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გამორიცხულია.

ჩვენ გვაკონტროლებს სამინისტრო, ჩვენ გვაკონტროლებს ოლიმპიური კომიტეტი. ასე, რომ რასაც ჩვენ ვითხოვთ, შეკრება იქნება თუ შეჯიბრი, ეს არის შეთანხმებული ოლიმპიურ კომიტეტთან და სამინისტროსთან. სამინისტრო ყველაფერზე გვთხოვს საბუთს - ჭამა-სმაზე, ტრანსპორტირებაზე და ა.შ. ოლიმპიური კომიტეტი იქნება თუ სამინისტრო, ზუსტად იმ თანხას გვირიცხავს, რაც სჭირდება მომზადებას, შეკრებას, შეჯიბრს და ა.შ. ასე, რომ ჩვენ ჩვენი ფული არ გვაქვს, რომ სადმე გავანიავოთ,"- განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, თუ ფედერაციაში ვინმე რამეს აშავებს, ის უნდა დაისაჯოს. ამასთან, გეგეშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არ დადასტურდება, მას ბოდიში უნდა მოუხადონ.

"თუ პროკურატურა თვლის, რომ ჩვენს ფედერციაში ხდება კორუფცია და ვინმე რამეს აშავებს, მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან. თუ ვინმე რამეს აშავებს, რა თქმა უნდა, ის უნდა დაისაჯოს. მაგრამ ვიღაცის ჭორის დონეზე, რომ ის ამას და იმას აკეთებს, არ ხდება. თუ დავამტკიცებთ, მაშინ ვსჯით დამნაშავეს. ზეპირსიტყვიერად - არ ხდება. მე თუ რამე დავაშავე, უნდა დამიმტკიცონ. თუ დამიმტკიცებენ, მე ვაგებ პასუხს, მაგრამ თუ ვერ დამიმტკიცებენ, მაშინ ბოდიში უნდა მომიხადოს ამ საქციელისთვის ყველამ,"- განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს