პარლამენტთან აქცია განახლდა

პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქცია იქნება განსხვავებული, სატელევიზიო ფორმატის, გადაცემის მსგავსი, რომელსაც მიშა მშვილდაძე და შოთა დიღმელაშვილი გაუძღვებიან.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა, ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აქციის შემდეგი დღეების ფორმატიც დაანონსა.

მისი თქმით, ხვალინდელი აქცია იქნება წიგნის დღე, ზეგ - თავისუფალი მედიის დღე, მომდევნო დღე კი - ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა.

მისივე თქმით, მათ დღეს ახალი სპიკერებიც დაემატებათ და ამასთან, შესაძლოა, დღევანდელ სატელევიზიო ტიპის აქციას ,,ფეისბუქ ლაივის” ფორმატიც დაემატოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო