პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც 20-21 ივნისის მოვლენებისას შსს-ს დაკავებული თანამშრომლის ქმედებებია ასახული

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც შს სამინისტროს დაკავებული თანამშრომლის ქმედებებია ასახული.

ვიდეოში ჩანს, რომ სამართალდამცველი აქციის ერთ მონაწილეს დამიზნებით ესვრის, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიას, რის შედეგადაც მონაწილემ ფეხის არეში დაზიანება მიიღო. მას შემდეგ, რაც დაშავებული სხვა მონაწილეებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს, ვიდეოში ჩანს, რომ იგივე სამართალდამცველი კვლავ დამიზნებით ესვრის აქციის სხვა მონაწილეს ისევ ფეხის არეში.

გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დააკავა.

იხილეთ ვიდეო: "ვაიმე ბიჭო რა გააკეთე?" - კადრებში ჩანს შსს-ს დაკავებული თანამშრომელი, რომელიც 2 მოქალაქეს დამიზნებით ესვრის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა