ნათია თურნავა - სახელმწიფო მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებს სესხის პროცენტს ნაწილობრივ დაუფინანსებს

სახელმწიფო მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებს სესხის პროცენტს ნაწილობრივ დაუფინანსებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის სესხის თანადაფინანსება, საკრედიტო - საგარანტიო სქემა, საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ა.შ.

„ჩვენი გეგმა, ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად, მთავარ აქცენტს აკეთებს მცირე ზომის საოჯახო ტიპის სასტუმროებზე იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მეტად დარტყმის ქვეშ მყოფი სექტორი. ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმა მოიცავს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს:

მთავარი პრობლემა წარმოჩინდა ფინანსური ვალდებულებები, სესხები, ბიზნეს-სესხები, იპოთეკური სესხები, რომელიც განსაკუთრებით აწევს მცირე სასტუმროებს. აქედან გამომდინარე, პირველი და მთავარი, რაც იქნა შეთავაზებული, ეს არის მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსება. ერთ-ერთი მექანიზმი, რაც აქ იქნება გამოყენებული, ეს არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა.

საკრედიტო - საგარანტიო სქემა მთლიანად იქნება ორინეტირებული ამ ტიპის ბიზნესებზე და დამატებით უზრუნველყოფას შესთავაზებს ბანკებს იმისთვის, რომ არამხოლოდ არ გაჩერდეს არსებული ბიზნესები, არამედ მათი გაფართოება და პერსპექტიული მიმართულებებიც დაფინანსდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას ინფორმაციით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 800-მდე უცხოელი ჟურნალისტის, ბლოგერისა და ტურ-ოპერატორის ჩამოყვანა, რომლების საქართველოს შესახებ სხვადასხვა მედია-საშუალებაში დაწერენ. ამასთან, მინისტრის თქმით, მარკეტინგული მიმართულებით საქართველო თანამშრომლობს ისეთ გლობალურ პლატფორმებთან, როგორიც არის CNN, ბლუმბერგი, National Geographic და ა.შ.

„მესამე არის მარკეტინგული მიმართულება. წელს ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საქართველოს პოზიციონირებაზე გლობალური პლატფორმების მეშვეობით. გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები CNN-თან, ბლუმბერგთან, National Geographic-თან, ასევე ვსაუბრობთ Googl-თან. ამ გლობალური პლატფორმების მეშვეობით საქართველოს შესახებ მაქსიმალურად იქნება ინფორმაცია გატანილი და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ საქართველო არის უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული ადგილი.

წლის ბოლომდე დაგეგმილია 800-მდე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტის, ბლოგერის, ტურ-ოპერატორის ჩამოყვანა. მხოლოდ ივნისში 200-მდე ჟურნალისტი უკვე ესტუმრა საქართველოს ევროპული ქვეყნებიდან. ჩვენ მათ ვაცნობთ საქართველოს და ისინი ჩვენი ქვეყნის შესახებ დაწერენ სხვადასხვა მედია-საშუალებაში,“ - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა