აკაკი ზოიძის განცხადებით, დაგეგმილია სხვა ნაბიჯების გადადგმაც, რათა მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გაიზარდოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა

ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება განსაკუთრებით პენსიონერებისათვის, რომელთათვისაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების დანახარჯები ხშირ შემთხვევაში, პენსიის მესამედს ან ნახევარს შეადგენს,“- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. ამით ზოიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პენსიონერებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებსა და სხვა ჯგუფებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა 1 ლარად შეეძლებათ. ზოიძის თქმით, ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვა ნაბიჯების გადადგმაც, რათა მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გაიზარდოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

,,ჩვენი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე დანახარჯები ყველაზე დიდი პრობლემაა. საყოველთაო ჯანდაცვით ბევრ ადამიანს მოეხსნა სიცოცხლის გადამრჩენელი წამლით მომსახურების გადახდის პრობლემა, მაგრამ ბოლო პერიოდში მედიკამენტების ფასები, იზრდებოდა და ამან ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას, განსაკუთრებით პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს.

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ორი წლის წინ დაიწყო და ამით დაახლოებით 50 ათასმა სოციალურად დაუცველმა უკვე ისარგებლა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ფართოვდება. პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები, რომლებსაც აქამდე შეეძლოთ, რომ ეს 35 მედიკამენტი შეღავათიან ფასში მიეღოთ, ახლა უკვე სიმბოლურ ფასად- 1 ლარად მიიღებენ.

ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება განსაკუთრებით პენსიონერებისათვის, რომელთათვისაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების დანახარჯები ხშირ შემთხვევაში, პენსიის მესამედს ან ნახევარს შეადგენს. შესაბამისად, ველოდებით, რომ მომხმარებელთა რაოდენობა, სულ ცოტა, გაორმაგდება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს არტერიული წნევის, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, პარკინსონის, ეპილეფსიის და ა.შ. სამკურნალო მედიკამენტებით.

ეს არის პირველი ნაბიჯი, თუმცა დაგეგმილია, ასევე, სხვა ნაბიჯების გადადგმაც, რომლითაც არა მხოლოდ ამ ჯგუფებს, არამედ სხვებსაც გაუადვილდებათ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ამასთან, გაფართოვდება მედიკამენტების ის ჩამონათვალიც, რომლის შეძენაც სიმბოლურ ან შეღავათიან ფასში იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო