ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს. კენჭისყრა ევროპარლამენტში ჩატარდა. მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი ჟან კლოდ იუნკერს 1 ნოემბრიდან ოფიციალურად ჩაანაცვლებს.

იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. კენჭისყრის დროს მას მხარი ევროპარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლაიენს 374 ხმა სჭირდებოდა, თუმცა, მას 383-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

„ნდობა რომელიც მე გამომიცხადეთ არის ნდობა ევროპისადმი. ჩემი მუშაობა იწყება ამ წუთიდან. მოდით ვიმუშავოთ ერთად კონსტრუქციულად “, - განაცხადა მან კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა