ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ ინოვაციების შექმნისთვის ახალი შესაძლებლობები წარადგინეს

ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების გენერალურმა დირექტორატმა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გაფართოებული ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტური მოდელი (Enhanced European Innovation Council (EIC) pilot) წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

მათი ცნობით, გაფართოებული ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტური მოდელი ხელს უწყობს მკვლევარებს, კომპანიებსა და ინოვატორებს განავითარონ მაღალი რისკის რადიკალური ინოვაციები, რომელთაც პოტენციალი გააჩნიათ შექმნან ახალი ბაზარი, სამუშო ადგილები და ხელი შეუწყონ ზრდასა და განვითარებას ევროპაში. პროგრამა ევროკომისიამ 2019 წლის მარტში დაიწყო.

„2019-2020 წლების სამუშაო პროგრამა ევროპის მასშტაბით 2 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას გულისხმობს უკვე არსებული ინსტრუმენტებისა და მომავალი Horizon Europe 2021-2027 პროგრამის ფარგლებში. ევროპული ინოვაციების საბჭო მიზნების განსახორციელებლად დაფინანსების ორ ინსტრუმენტს იყენებს: EIC Pathfinder და EIC Accelerator. EIC Pathfinder დაეხმარება ამბიციურ კოლაბორაციულ კვლევით პროექტებს, რომელთა მიზანია რადიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. EIC Accelerator კი განკუთვნილია კომპანიებისა და დამწყები ბიზნესებისთვის (ე.წ. start-up), რომლებსაც აქვთ ბიზნეს გეგმით გამყარებული, ბაზარზე გასვლის რადიკალურად ახალი, მაღალი რისკის მატარებელი და ე.წ. non-bankable იდეები“, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

ღონისძიება გახსნეს ნიკოლოზ ალავიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და კატალინ ჯერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექტორის ხელმძღვანელის მოადგილემ.

„ევროკავშირის დელეგაცია კვლევებსა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ მხარესთან,“ - განაცხადა გატალინ გერმანმა.

როგორც მან აღნიშნა, „ეს ევროკავშირისა და საქართველოს კოოპერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“.

ჟან-დევიდ მალომ, ევროპული ინოვაციების საბჭოს დირექტორმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით წარადგინა EIC ფარგლებში 2019-2020 წლებისთვის გათვალისწინებული აქტივობების დეტალები, EIC Pathfinder და EIC Accelerator სქემები. ქართველ კოლეგებთან ერთად განხილულ იქნება საქართველოში არსებული ვითარება მცირე და საშუალო საწარმოების კუთხით და EIC როლი ინოვაციური ქართული საწარმოების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებისა და გამოწვევების კუთხით.

საქართველოში ჩატარებული ღონისძიება წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ევროკავშირის წევრ და Horizon 2020 ასოცირებულ ქვეყნებში ჩატარებული შეხვედრების ციკლის ნაწილს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა