სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი მნიშვნელობა სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელობას, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტაბილურ და უსაფრთხო გზას და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშნელოვან წყაროს.

პრესსამსახურის ცნობით, სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე. მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„საქართველო -აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო ფორმატი ამყარებს სამ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას, განვითარებას და უსაფრთხოებას",-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა