„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ხელოვნების მუზეუმის მდგომარეობას დაათვალიერებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე მედიის წარმომადგენლები, და 16 ივლისს, ამავე სამინისტროსთან გამართული აქციის ორგანიზატორები ბეჟან გუნავა, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაციის “ახალგაზრდა პატრიოტების” წარმომადგენლები, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციტივით, შენობაში ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხელოვნების მუზეუმის მდგომარეობას დაათვალიერებენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ინფორმაციით, ამის შემდეგ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს, მუზეუმში დაცული ექსპონატების სხვა სივრცეებში გადატანის მიზანშეუწონლობისა და ხელოვნების მუზეუმისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაბრუნების საკითხებს, რომლებიც იყო ზემოთ ხსენებული აქციის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაციის “ახალგაზრდა პატრიოტების” ბეჟან გუნავასა და ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მიერ 16 ივლისს ,14:00 საათზე, გაიმართა აქცია განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რომლის მთავარ მოთხოვნებსაც წარმოადგენდა ხელოვნების მუზეუმისთვის დამოუკიდებლობის აღდგენა, ამავე მუზეუმში დაცული ექსპონატების სხვა სივრცეებში ევაკუირების დაუშვებლობა და შენობაში ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოების საკითხზე , სამუშაო ჯგუფის შექმნა.

ინფორმაციას „პატრიოტთა ალიანსი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა