საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. როგორც ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, ის მოუთმენლად ელოდება, ევროკომისიის ახალ პრეზიდენტთან უახლოეს მომავალში სამუშაო ფორმატში შეხვედრას.
„გულითადად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას. საქართველო თქვენში ხედავს ევროპას, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება. მოუთმენლად ველი უახლოეს მომავალში ჩვენს სამუშაო შეხვედრას,“ - წერს ზურაბიშვილი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე 1 იანვრიდან ჟან-კლოდ იუნკერს შეცვლის. მინისტრის თანამდებობას იგი 17 ივლისს დატოვებს.