გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების III, IV, V, VI ქუჩების, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაკურიანის, დოლიძის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის და ბაკურციხის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, რუსთაველის გამზირის, პუშკინის, გუდიაშვილის, ნიშნიანიძის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, წავკისის, ამაღლების, ოქროყანის, ავთანდილის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მეველეს, ლომოურის, აბდუშელაშვილის, ცუცქირიძის და სამოქალაქოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და დიღმის მასივის I, II კვარტლების მცხოვრებლებს.

ჩუღურთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრუკენის მოედნის, რომის, ჭოროხის, კოლხეთის, კიევის, კოტე და სოსო წერეთლების და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო