ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრნენ

თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ქვედანაყოფის შემაჯამებელი წვრთნების მიმდინარეობას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვაზიანის მე-9 სასროლეთზე სტუმრები 31-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის მართვის პრინციპით განხორციელებულ შეტევით ოპერაციას დაესწრნენ. ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად, საბრძოლო სროლებით პირობით ობიექტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა. წვრთნებს მონიტორინგს ქართველი და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწევდნენ. შემაჯამებელ სწავლებაზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა.

31-ე ბატალიონმა 13-კვირიანი წვრთნა 6 მაისს დაიწყო. ქვედანაყოფის მომზადებაზე პასუხისმგებლები საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორთა ჯგუფი „ყორანი“ არიან. 31-ე ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში წვრთნებს ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ძირითადად ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გადის. სწავლება ოთხ ფაზად იყოფა, სადაც ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს ეთმობა.

GDRP მომზადებაში უშუალო ჩართვამდე 31-ე ბატალიონმა 8-თვიანი როტაციის წინა მოსამზადებელი პერიოდი დისლოკაციის ადგილზე ათეულისა და ოცეულის დონეებზეც განახორციელა.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მომზადებას აგრძელებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა