კომპანია “კორაქსესი” ბათუმის ძველი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში მცირე ზომის დელუქს ტიპის სასტუმროს მშენებლობას 30 თვეში დაასრულებს

“ბათუმის ისტორიულ უბანში, გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთაზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მომხიბვლელი შენობა გასაყიდად იყო გამოტანილი. შენობის უნიკალური დეკორი, ისტორიული ღირებულება და მდებარეობა სრულიად განასხვავებდა ბათუმის სხვა არქიტექტურული ძეგლებისგან. კომპანიის მხრიდან ეს უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ პროექტიდან განსაკუთრებულ მატერიალურ დივიდენდებს არ ველოდებით”, - აცხადებს კომპანიის დირექტორი კონსტანტინე მხეიძე.

“ეს შენობები პრაქტიკულად, დანგრევის პირას, სავალალო მდგომარეობაში იყო. ჩვენი ამოცანა კი ამ ისტორიული და კულტურული ძეგლების გადარჩენა, მათი ფასადების რესტავრაცია და გამაგრება გახლდათ. ამ ფასეულობის შენარჩუნების პირველი ეტაპის სამუშაოებზე 1,400,000 აშშ დოლარი დაიხარჯა. პროექტის დამუშავების კვალდაკვალ, მივიღეთ გადაწყვეტილება - განგვევრცო ის მიმდებარე შენობებზეც. გამოვისყიდეთ რამდენიმე სხვა უძრავი ქონება და ჯამში “კორაქსესის” ინვესტიცია ამ პროექტში, დაახლოებით 2,500,000 აშშ დოლარს შეადგენს. დღეისათვის “კორაქსესს” დამუშავებული აქვს ბათუმის ერთ-ერთი კვარტლის რეაბილიტაციის პროექტი. შემდეგი ეტაპი უკვე პროექტის არქიტექტურული და საინჟინრო ნაწილის დასრულება და რეკონსტრუქციის დაწყება იქნება. კულტურულ ძეგლებზე მუშაობა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ჩვენც ყველა ამ წესის დაცვით ვმოქმედებთ. ამ ტიპის ობიექტებზე მუშაობის თავისებურებაა ისიც, რომ ამ შენობის ორიგინალური სტრუქტურა შენარჩუნებული იქნას”.

პროექტში მონაწილეობს ლუქსემბურგის საინვესტიციო ფონდი - KINOR Investment, რომელიც ამ პროექტის თანაინვესტორი გახდა. ხოლო სასტუმროს ოპერატორად უკვე შერჩეულია ამ სფეროში ცნობილი საერთაშორისო ბრენდი Accor Hotels.

“საქართველოს და ბათუმის ტურისტული პოტენციალი ძალიან დიდია და სწორი ორგანიზაციის შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროექტი წარმატებული და კონკურენტუნარიანი იქნება. მინდა ავღნიშნო, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის სრული თანადგომა, რის შედეგადაც აქამდე წარმოშობილი პროექტის შემაფერხებელი ყველა ფაქტორი, ორმხრივი კონსესუსის შედეგად, გადალახული იქნა. ამჟამად, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ახლახან წარმოშობილ პრობლემაზე - ჩვენს მიერ 2010 წელს შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ წინაღობასაც წარმატებით გადავლახავთ. იმედი გაქვს, რომ უახლოეს 30 თვეში ბათუმს შეემატება კიდევ ერთი ულამაზესი კვარტალი და თანამედროვე ბუტიკის ტიპის სასტუმრო”, - აღნიშნავს კონსტანტინე მხეიძე.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო