საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიიღო ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნაზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქართული მხარე მიესალმა ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა, რომ ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების, ასევე სამართლებრივი ბაზის განმტკიცების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო უსაფრთხოების გარემოზე.

ერაყულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო