მაღაზია „აიტექნიკსის“ გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია „აიტექნიკსის“ ქურდობის ფაქტი გახსნა. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 2000 წელს დაბადებული ლ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორ თანამზრახველთან ერთად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.

„დაკავებულებმა სავაჭრო ობიექტიდან 5 მობილური ტელეფონი და 1 ლეპტოპი მოიპარეს, რის შემდეგაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ასევე დადგენილია თანამზრახველთა ვინაობა და მათ დასაკავებლად ტარდება ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: მაღაზია "აიტექნიკსის" ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს