რუსეთის საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ოპოზიციონერს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციაზე უარი უთხრა

რუსეთის საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ოპოზიციონერს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

მოსკოვის დუმაში მოსახვედრად რამდენიმე ცნობილმა ოპოზიციონერმა შეიტანა განაცხადი, რომლებიც არა მარტო დედაქალაქში, არამედ ფედერალურ დონეზეც ცნობადი სახეები არიან.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალაქის საარჩევნო კომისიამ ფაქტობრივად ყველა აქტიურ ოპოზიციურ ფიგურას რეგისტრაციაზე უარი უთხრა. გუშინ საღამოს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ნავალნის ფონდი) იურისტს ლიუბოვ სობოლს, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ დეპუტატს დიმიტრი გუდკოვს, რაიონ ზიუზინოს დეპუტატს კონსტანტინ იანკაუსკასს, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორს ივან ჟდანოვს, ტიმირიაზევის რაიონის დეპუტატს იულია გალიამინას და პარტია „იაბლოკოს“ ყოფილ ლიდერს სერგეი მიტროხინს. მუნიციპალურ დეპუტატს ილია იაშინს რეგისტრაციაზე ჯერ კიდევ ორშაბათს უთხრეს უარი.

„რეგისტრაციაზე უარის თქმა ხდება საკმაოდ გაუმჭვირვალე მიზეზებით. ძირითადად პრეტენზიები აქვთ მხარდამჭერთა წარდგენილ სიებთან. გრაფოლოგები საკუთარი სუბიექტური შეხედულებით გაყალბებულად მიიჩნევენ ზოგ ხელმოწერას. უცნობია კრიტერიუმები და შეუძლებელია გასაჩივრება. უცნობია ასევე, თუ რომელი სახელმწიფო უწყების სიებს ადარებენ წარდგენილ ხელმოწერებს. დეპუტატობის კანდიდატების სიტუაციის გასარკვევად საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ, მაგრამ ისინი დერეფანში მიიღეს და საუბარს საკმაოდ არაკონსტრუქციული ხასიათი ჰქონდა“, - წერს მედია.

მოსკოვში ხალხი არასანქცირებულ აქციაზე ყოველდღე იკრიბება და მოსკოვის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, მაგრამ უშედეგოდ.

მსგავსი მდგომარეობაა სანკტ-პეტერბურგში, ოღონდ იქაური ოპოზიციონერები ფედერალურ ან მითუმეტეს საერთაშორისო დონეზე ცნობადი სახეები არ არიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს