უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. გასაუბრება კანდიდატებთან ანბანის პრინციპით მიმდინარეობს. ამ წუთებში, კი იუსტიციის საბჭოს წევრები კანდიდატ ზურაბ აზნაურაშვილს უსმენენ.

ზურაბ აზნაურაშვილი 2013 წლიდან დღემდე აუდიტის სამსახურის პოლიტიკურ დეპარტამენტში მუშაობს. საბჭოს წევრებს კანდიდატმა მისი მოტივაციის შესახებ წარუდგინა მოსაზრება, თუ რატომ სურს მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა.

"სასამართლოსთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება მაქვა. ბოლო 6 წლის განმავლობაში მაქვს საკმარისი შეხება სასამართლოსთან. შესაბამისად, ეს დამეხმარება ჩემი წვლილი შევიტანო სასამართლოს განვითარებაში", - განაცხადა აზნაურაშვილმა.

დღეს, გასაუბრების პროცესი იწყება შემდეგი კანდიდატებით: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი,თამარ ბურჯანაძე და მერაბ გაბინაშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა