მოსამართლე თამარ ონიანი მოსამართლეობის კანდიდატ ზურაბ აზნაურაშვილთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ვადასტურებ, რომ მოსამართლე თამარ ონიანი არის ჩემი ყოფილი რძალი, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზურაბ აზნაურაშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს. ამ წუთებში იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდატებთან გასაუბრების პროცესს ატარებს. მათ შორის არის კანდიდატი ზურაბ აზნაურაშვილი.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საბჭოში ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს. მისი თქმით, ამის მაგალითია ის, რომ კენჭისყრის პროცესში მოსამართლე თამარ ონიანმა თვითაცილება არ დააყენა და „მაზლს სავარაუდოდ ხმა მისცა“.

ამასთან, სხდომაზე თამარ ონიანმაც განმარტა, რომ აზნაურაშვილთან ახლა, ნათესაური კავშირი არ აქვს და შესაბამისად, ინტერესთა კონფიქტს მოსამართლეთა კენჭიყრისყრის დროს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

"დავაფიქსირე, რომ მე და ზურაბ აზნაურაშვილს შორის ის ნათესაური კავშირი, რაზეც მოუთითებდა ნაზი ჯანეზაშვილი, არ არსებობდა. თუმცა, არსებულის მიუხედავად ვფიქრობდი, რომ ჩემი მხრიდან კანონის დარღვევა იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე ჩამოვცილდებოდი პროცესს კანონის მოთხოვნების მიღმა ან გვერდის ავლით. ეს იქნებოდა ჩემი პასუხისმგებლობის არაჯეროვანი შესრულება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი აქ ყოფნა,მას შემდეგ რაც საბჭოს წევრები ვართ, არ არის ჩვენი პრივილეგია, ეს არია ჩვენი პასუხისმგებლობა და ყველა ჩვენი მოქმედება კანონს მიღმა ნიშნავს მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას. ნაზი ჯანეზაშვილმა ინფორმაცია საზოგადოებას მაინც ისე მიაწოდა, რომ ჩვენ ისევ ვიმყოფებით (ნათესაურ) კავშირში. გულწრფელად ვთხოვე ქალბატონ ნაზის, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერება არ მინდოდა და ამასთან დაკავშირებით მხოლოდ წუხილს გამოვთქვამდი. ვწუხვარ, რომ ჩემი ოჯახური პირადი ინფორმაციის გაჟღერება საჯაროდ მიწევს", - განაცხადა ონიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო