ბიძინა ივანიშვილი -  გვარამიას და გაბუნიას გამოსვლები იყო არაქართველური და არაკულტურული, ეს იყო სირცხვილი

მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს. ეს დასაგმობია ყველა ქართველისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე შესაბამის რეაგირებას ელოდება.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის გამოსვლა, რაც „რუსთავი 2“-ზე საზოგადოებამ მოისმინა, არამხოლოდ ამ არხის, არამედ ქვეყნის სირცხვილია.

„ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის. ასეთი ლანძღვა რაც ჩვენ მოვისმინეთ... რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას განსჯის. მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდი მცდელობისა, რომ ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს და საქართველოში ეკონომიკა აღორძინდეს. მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს. ეს დასაგმობია ყველა ქართველისგან. ეს იყო, რა თქმა უნდა, არაქართველური და არაკულტურული გამოსვლა და იყო სირცხვილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა