ბიძინა ივანიშვილი - გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით

გახარიამ და შს სამინისტრომ, მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხებისგან, დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს.

„რაც შეეხება ცალკეულ პოლიციელებს შსს-დან, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, შს მინისტრი, თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე გამოძიება მიდის. იძიებს პროკურატურა, 1 პოლიციელი უკვე ბრალდებულია. დანარჩენებს დაველოდებით. გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით. იმიტომ, რომ გახარია რომ გადამდგარიყო 21-სა და 22-ში, ეს ბიჭები, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ, პარლამენტში შესულიყვნენ, აბა, რატომ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში? ერთი კითხვები დაუსვით, რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, ეს სურდათ. ის, რომ გახარია გადადგეს, ე.ი. შსს აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე, ძირითად ინსტიტუტზე პარლამენტზე როდესაც ხდება და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შს მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უნდა გადადგეს, მაგრამ მან მოახერხა და დაიცვა მოძალადეები, მოძალადე პოლიტიკოსები, თქვენი, „რუსთავი 2“-ის მეპატრონეები, მან მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან ქვეყანა. მან მოახერხა და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი - პარლამენტი და მოახერხა ის, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ ის უნდა გადამდგარიყო“, , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა