ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას  პატივს სცემს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხდებით, ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ წევრებისგან, აბსოლუტურად პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო