ბიძინა ივანიშვილი - „ნაცმოძრაობამ“ მოახერხა და რუსულ ჯარს შემოუძღვა, დღესაც ასე უნდათ - საქართველოში შემოვიდეს არა რუსი ტურისტი, არამედ რუსი ჯარისკაცი

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და რუსულ ჯარს შემოუძღვა, დღესაც ასე უნდათ - საქართველოში შემოვიდეს არა რუსი ტურისტი, არამედ რუსი ჯარისკაცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

ივანიშვილის აზრით, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დაუდევრობა და ღალატი რუსის ჯარი 2008 წელს საქართველოში ვერ შემოვიდოდა“.

„არ იფიქრით, რომ მე რუსის ჯარის საქართველოში შემოსვლას ვამართლებ. ამას არანაირი გამართლება არა აქვს. ყველანი “ქართული ოცნებიდან“ ვიყენებთ ტერმინს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა გავასამართლოდ. დღეს რომ გულზე “არა ოკუპაციას“ იხატავენ, ვის ეუბნებიან არა ოკუპაციას?! ქართული ტერიტორიების ოკუპირება მათ მოახერხეს. როდესაც “არა ოკუპაციას“ გულზე იხატავენ, ამაზე პასუხი “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უნდა მოსთხოვონ. ეს მათ მოახერხეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ოკუპაცია მომხდარიყო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომები გამოსწორდეს.

“სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა, რაც აუცილებელია - ეს ყველაფერი საჭიროა, რომ მოვახერხოთ და ტერიტორიული მთლიანoბაც აღვადგინოთ და სამეზობლოსთან ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს