ბიძინა ივანიშვილი - უარს ვამბობთ რეჟიმზე, რომ პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და არჩევნებზე აქტიურდებოდა

პრინციპულად უარს ვამბობთ რეჟიმზე, რომ პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და არჩევნებზე აქტიურდებოდა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაფუძნდა აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძეა წარდგენილი, ხოლო ეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა გაფორმდეს ყრილობაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ გაზაფხულისთვის გეგმავს.

ივანიშვილის თქმითვე, „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმასაც, რომ პარტიამ მაქსიმალურად უნდა გაააქტიუროს პარტიული მუშაობა.

„ის, რომ პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და არჩევნებზე აქტიურდებოდა, ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ და არჩევნებს შორის შუალედიც არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური უნდა იყოს, მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. სექტემბრიდან გაცილებით აქტიურები ვიქნებით, მაქსიმალური რაოდენობა ხელისუფლებიდან, საკრებულოებიდან თუ პარლამენტიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას. ჩვენ ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას, გვექნება ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურულ პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს. მათთან ერთად დავიხვეწებით გამოყოფილი თანხების ეფექტურად გამოყენებაში, როგორ მოახერხოს ეს ხელისუფლებამ. მოვახერხებთ, წლის ბოლომდე, ჟურნალისტების საშუალებით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს