უძოს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში, უძოს ქუჩისა და უძოს შესახვევის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, 6 430 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უძოს ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, ამჟამად კი ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ასევე, მოწესრიგდება საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელები და მოეწყობა გზაგამყოფი კუნძულები.

მიმდინარე საგზაო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ბურდულაძე ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

მერიის ცნობით, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოები შპს „ჯეოსერვისმა“ მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, გამგეობამ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

ახალმა კონტრაქტორმა კომპანია „არსაკიძე 2000“-მა მოსამზადებელი სამუშაოები 8 ივლისიდან დაიწყო და დღეისთვის, ასფალტის საფარი ტერიტორიის ძირითად ნაწილზე იგება. სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, უძოს ქუჩაზე საყრდენი კედლებიც მოეწყობა და გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო