„თავისუფალი საქართველო“ - 1992 წლის სამხედრო გადატრიალების გამოძიება უნდა დაიწყოს

ბოლოდროინდელი მოვლენების კონტექსტში აუცილებელია ყველა იმ ფაქტის გამოძიება მოხდეს, რაც თან ახლდა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას და თანმდევ პროცესებს, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა და 1992 წლის სამხედრო გადატრიალების საკითხზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ისაუბრა.

„პრეზენტაციას ესწრებოდნენ: უზენაესი საბჭოს დეპუტატები, კანონიერი მთავრობის წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები. „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ბოლო დროინდელი მოვლენების კონტექსტში აუცილებელია მოხდეს ყველა იმ ფაქტის გამოძიება, რაც თან ახლდა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას და თანმდევ პროცესებს, როგორიცაა: პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები, მშვიდობიანი მანიფესტაციების დახვრეტები, კანონიერი ხელისუფლების მომხრეების დევნისა და შევიწროების უპრეცედენტო შემთხვევები“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, შეუძლებელია ქვეყანაში ისაუბრონ კანონიერებასა და სამართლიანობაზე რომელიმე კონკრეტულ მოვლენის კონტექსტში, თუ არ იქნება გამოძიებული ეს უმძიმესი დანაშაული, რომელთან შედარებითაც შემდგომი პერიოდის პოლიტიკური კონფლიქტები და უფლებადარღვევები ბევრად ლოკალურ ხასიათს ატარებს.

„აღსანიშნავია ისიც, რომ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირები, მათი მხარდამჭერები და პოლიტიკური პარტნიორები დღესაც იკავებენ წამყვან პოზიციებს, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში და ქმნიან პოლიტიკურ ამინდს საქართველოში. ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაზვერვის დავალებით ებრძოდნენ კანონიერ ხელისუფლებას და მოითხოვდნენ ზვიად გამსახურდიასაგან საქართველოს СНГ-თან მიერთებას, დღეს თავს პროდასავლურ ლიდერებად ასაღებენ“, -განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.

კონფერენციის შემდეგ გენერალური პროკურორის სახელზე ერთობლივი მიმართვის ხელმოწერა გაიმართა. დოკუმენტი გენერალურ პროკურატურას უახლოეს დღეებში გადაეცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა