არჩილ თალაკვაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.

„ურსულა ფონ დერ ლეიენს ვულოცავ გამორჩეულად საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობაზე - ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას. ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი და მხარდამჭერია. გვწამს, რომ ახალი პრეზიდენტის თაოსნობით, ევროკომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას. წარმატებებს ვუსურვებ ურსულა ფონ დერ ლეიენს ამ უმნიშვნელოვანესი ევროპული ინსტიტუციის ხელმძღვანელობასა და მსოფლიო კეთილდღეობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევისთვის საქმიანობაში“, - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა