ირაკლი კობახიძე - კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება

კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიზნები და ამოცანები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებისას მაღალია იმის ალბათობა, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

„შემდეგი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით თან ნულოვანი ბარიერის პირობებში. ასეთ დროს ბუნებრივია ძალიან მაღალი ალბათობით ყალიბდება კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიზნები და ამოცანები. ბუნებრივია, ამ მიდგომით ჩამოყალიბდება კოალიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, მანამდე კი ქვეყანას ტექნიკური მთავრობა ეყოლება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს კონსტიტუციით და კანონით შეუძლებელია.

„ასეთი რამ ორჯერ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. იმისთვის, რომ არასოდეს აღარ განმეორდეს ასეთი რამ საქართველოში, ჩვენ კონსტიტუციაში შევიტანეთ საგანგებო ცვლილება. კონსტიტუციაში წერია, რომ კანონითაც კი არის დაუშვებელი, ნებისმიერი წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება. შესაბამისად, ვინმე ასეთ რამეს თუ განიზრახავს, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. არჩევნები ჩატარდება 2020 წელს, როგორც ეს დადგენილია კონსტიტუციით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა