შსს ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20 ივნისის აქციის საქმეზე დღეს დაკავებული სამი პირის ქმედებებია ასახული

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20 ივნისის აქციის საქმეზე დღეს დაკავებული სამი პირის ქმედებებია ასახული.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, კადრებში ჩანს, ერთ-ერთი დაკავებული ც.ც., რომელიც „თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“.

ამასთან, კადრებში ჩანს, 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

რაც შეეხება 1989 წელს დაბადებულ ლ. ჯ.-ს, შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ორ სამართალდამცველებს ურტყამს ფარს. ამასთან, შსს-ს ცნობით. დაკავებული აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

იხილეთ ვიდეო: მორიგი ვიდეო და დაკავებული კიდევ 3 აქტივისტი - რა ჩანს 20-21 ივნისის ღამის კადრებში, რომელსაც შსს დაკავებულების ძალადობის დასამტკიცებლად ავრცელებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს