„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა და ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფორტი შეუქმნა.

კომპლექსის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სხვა ოფიციალური პირები თუ პარტნიორი ტრანსნაციონალური ბრენდების უცხოური დელეგაციები დაესწრნენ.

"ძალიან კარგი ობიექტი გავხსენით. "ვისოლმა" რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა და ზესტაფონში ჩვენ ასეთი ლამაზი ცენტრი გვაქვს. კომპლექსი მოემსახურება დაახლოებით 2000 ადამიანს ყოველდღიურად. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა მაგისტრალის გასწვრივ, ვინაიდან ეს ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო სრულფასოვნად ავითვისოთ ტურისტული პოტენციალი და ამავე დროს უფრო გავზარდოთ ჩვენი ტრანზიტული მოძრაობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

27068 კვ.მ.-ზე განთავსებული „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შექმნისთვის ,,ვისოლ ჯგუფმა’’ მსხვილი ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიების: „ვისოლის“, „სმარტის“, „ვენდის“, „დანკინის“ ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრ „ლაზიკას“, „ბიბლუსის“ მაღაზიას, "თიბისი ბანკისა" და „ფარმადეპოს“ აფთიაქის ფილიალს მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.

"ეს მართლაც გამორჩეული დღეა ჩვენი ჯგუფისთვის. კიდევ ერთი სტრატეგიული ობიექტი გავხსენით. ერთ საინტერესო სივრცეში ძალიან ბევრი მომსახურება განვათავსეთ.

გავაკეთეთ საინფორმაციო დაფა, რადგან დაახლოებით 50% ამ ტიპის ობიექტების უცხოელები არიან. ეს არის ტურისტული, ახალი საინტერესო ინფრასტრუქტურა უკვე დასავლეთ საქართველოში ქუთაისისა და ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან. ჩვენ ამ ობიექტს დაახლოებით 18 თვის განმავლობაში ვქმნიდით. 200-მდე ადამიანს დავასაქმებთ. საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები გავიღეთ. ძალიან მიხარია, რომ პატარა აგური დავდგით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მშენებლობის საქმეში", - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

„ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების“ ახალ კომპლექსს მგზავრებისათვის მრავალფეროვანი შეთავაზება აქვს. ეს არის: გამორჩეულად მაღალი ხარისხის საწვავის ფართო არჩევანი, ელექტრომობილების დამტენი სადგური, რომელსაც „ვისოლი“კომპანია „ი-სპეისთან“ ერთად ავითარებს, სუპერმარკეტი ქართული თუ საკუთარი იმპორტის პროდუქტების ფართო არჩევანით, კაფე უგემრიელესი კულინარიული, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით, ამერიკული რესტორნები ქართულ ნედლეულზე დამზადებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული მენიუთი, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრავი ტურისტებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო კუთხე, მოგზაურობისას წასაკითხი წიგნების არჩევანი, ავტომომსახურება, ბანკი, აფთიაქი - ერთ სივრცეში.

“ვისოლ ჯგუფმა“ პირველი „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე 2011 წელს შექმნა, ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ კომპლექსი მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა