მარიამ ქვრივიშვილი - Uzbekistan Airways-ს ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლა ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ავიარეისის შესრულება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტაშკენტიდან თბილისში ჩამოსულ 180 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები და უზბეკეთის ელჩი დახვდნენ.

“ახალი ავიაკომპანიების ჩვენს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას. ჩვენ ვაპირებთ აქტიური კამპანია დავიწყოთ უზბეკეთის ტურისტულ ბაზარზე, ეს არის ახალი და ძალიან საინტერესო ტურისტული ბაზარი.უზბეკეთში ივლისსა და აგვისტოში ჩავატარებთ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პირველი ავიარეისით იმგზავრა უზბეკეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა.

„ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს Uzbekistan Airways ზაფხულის სეზონზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას შეასრულებს. ავიაფრენები Airbus 320/ Boeing 757 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა