თეთრიწყაროში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

თეთრიწყაროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი სპორტული მოედანი ექნება. ა(ა)იპ „თეთრიწყაროს განვითარების ფონდის“ დაკვეთით, ე.წ. გარისის სტადიონის ტერიტორიაზე არსებული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ასევე ტრიბუნას, რომელიც გათვლილი იქნება 405 მაყურებელზე და დამონტაჟდება სკამები, აშენდება გასახდელები თავისი სველი წერტილებით, საზოგადოებრივი საპირფარეშო და ორი ადმინისტრაციული ოთახი.

მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად, მოედანზე შესაძლებელი იქნება ეროვნული დონის სარაგბო და საფეხბურთო ტურნირების ჩატარება.

„პროექტი, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვის (RDFG)-ის და ა(ა)იპ თეთრიწყაროს განვითარების ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მიღებული გრანტით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ჯამური ინვესტიცია 259 958 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრამდე დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა