ხელოვნების მუზეუმში საპროტესტო ბანერების შეტანას დაპირისპირება მოჰყვა

ხელოვნების მუზეუმში საპროტესტო ბანერების შეტანას დაპირისპირება მოჰყვა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბეჟან გუნავამ განათლების მინისტრის მოადგილეს ლევან ხარატიშვილს მიმართა, რომ ხელოვნების მუზეუმი შენარჩუნებული უნდა იყოს. მისი თქმით, ერის მამების მონაპოვარს დაიცავენ ის ახალგაზრდები, ვინც 16 ივლისს განათლების სამინისტროში იმყოფებოდნენ. გუნავამ ხარატიშვილს მიმართა, რომ ჩინოვნიკები არ უნდა წყვეტდნენ ეროვნული განძის საკითხს და ის იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.

ხელოვნების მუზეუმში მისულმა ახალგაზრდებმა საპროტესტო ბანერების შეტანა სცადეს, რასაც დაცვის სამსახურთან მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შემდეგაც საბოლოოდ ახალგაზრდებმა მუზეუმის შესასვლელში ტრანსფარანტები განალაგეს წარწერებით: "დაბრუნდეს გატანილი კოლექციები ხელოვნების მუზეუმში", "აღუდგეს დამოუკიდებლობა ხელოვნების მუზეუმს".

ბეჟან გუნავას თქმით, ხელოვნების მუზეუმის ახალი სივრცე, სადაც კოლექციების გადატანას აპირებენ, სასტუმროს ავტოფარეხის ქვეშ მდებარე სარდაფია.

"ხელოვნების მუზეუმის სივრციდან უნდათ ეროვნული განძის გატანა, ეროვნული მემკვიდრეობის კოლექციები გადადის სასტუმროს სარდაფში, რომელიც გვერდით არის აშენებული. ჩვენი წინადადებაა, რომ ფონდსაცავი, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გვერდზეა და უნდა გარემონტებულიყო, შეუერთდეს მუზეუმს და გამოიყენოს სივრცის გასაფართოებლად. მიზეზი აქვთ, რომ შენობაში რემონტია გასაკეთებელი, ჩვენ გვაქვს საექსპერტო დასკვნები, რომ შიდა სივრცეში ექსპონატების მონაცვლეობით შესაძლებელია რემონტის გაკეთება. მათი პოზიციაა, რომ ნაწილი წავიდეს ჯანაშიას მუზეუმში, ნაწილი - სასტუმროში და მოხდეს ექსპონატების დიფერენცირება. აქ ახალგაზრდა პატრიოტები არიან, რომელთაც გუშინ ბლოკირება გაუკეთეს განათლების სამინისტროს, ჩამოვიდა მინისტრი და შევთანხმდით, რომ დღეს უნდა დაგვეთვალიერებინა სივრცე და ხვალიდან მუშაობას დაიწყებს სამუშაო ჯგუფი. შევთავაზეთ, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი სამუშაო ჯგუფი. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არ არის ჩინოვნიკების, არამედ სრულიად ქართული საზოგადოების გადასაწყვეტი. შეხლა-შემოხლა ბანერების შემოტანას უკავშირდებოდა. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, შემოიტანონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია", -განუცხადა ბეჟან გუნავამ "ინტერპრესნიუსს".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა