„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საზაფხულო აქცია გრძელდება

,,TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საზაფხულო აქციით სარგებლობას ივლისშიც სთავაზობს. კვლავინდებურად ძალაში რჩება აქციის ყველა პირობა. ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირები „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებენ. დამატებით, საზაფხულო აქციაში ჩართვით დაინტერესებული მომხმარებლისთვის „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სალონისა და ჰაერის ორიგინალ ფილტრებზეც სპეციალურ ფასს აწესებს“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ტოიოტა ცენტრ თბილისდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საზაფხულო აქციით სარგებლობა კვლავაც შეეძლებათ VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებს. მათთვის ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლა ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 90 ლარად იქნება შესაძლებელი. Corolla-ს მფლობელებს ამ ტიპის მომსახურებას 100 ლარად გაუწევენ, Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი - 125 ლარად.

გარდა ამისა, მომხმარებელი, რომელიც საზაფხულო აქციაში ჩაერთვება, „ტოიოტა ცენტრ თბილისისგან“ სალონისა და ჰაერის ორიგინალი წარმოების ფილტრებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს. ამ შეთავაზებით ტოიოტას ოფიციალური დილერი გარემოსდაცვით გამოწვევებს ეხმიანება და მომხმარებელს სთავაზობს, თავი დაიცვას ქუჩაში არსებული გამონაბოლქვისა და დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვისგან, რის გარანტიასაც სალონის ახალი ორიგინალი ფილტრი იძლევა. რაც შეეხება ჰაერის ფილტრს, ის ავტომანქანის ძრავის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, შედეგად, გარემოს დაბინძურება მცირდება.

ტოიოტას მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე სხვა ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საზაფხულო აქციაში ჩართვით, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა