აქციის დაშლის საქმეზე დაკავებული პოლიციელის ადვოკატი - სასამართლოს მიერ პატიმრობის გამოყენების საკითხს არ ვეთანხმებით

დაცვის მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, - ამის შესახებ 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის, ლევან იმერლიშვილის ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდებული ამ ეტაპისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, გაასაჩივრებს თუ არა დაცვის მხარე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქმის მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

„დაცვის მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო ალტერნატიული სახით გირაოს გამოყენება, თუმცა ამ ეტაპისთვის საქმის მასალებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ და მხოლოდ დეტალურად გაცნობის შემდეგ გავაკეთებ განცხადებას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბრალდებული ამ ეტაპზე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას", - განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)