პროკურორი - აქციის დაშლის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ფარულ ვიდეო ჩანაწერში აცხადებს, რომ ემოციები ვერ შეიკავა და ამიტომ გაუსწორდა ფიზიკურად დაკავებულ პირს

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი ფარულ ვიდეო ჩანაწერში აცხადებს, რომ ემოციები ვერ შეიკავა და ამიტომ გაუსწორდა ფიზიკურად დაკავებულ პირს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, იმერლიშვილის ფარული ჩაწერა გენერალურ პროკურატურაში მოხდა.

"სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა ბრალდების მხარის არგუმენტაცია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით და მიღებული იქნა მის მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება. რაც შეეხება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საქმეში არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა, სადაც ბრალდებული თავად აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ეს გახლდათ ბრალის წარდგენამდე. თუმცა, როცა ის ოფიციალურად გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, მან აღნიშნული ფაქტი დამალა და გამოძიებასთან არ ითანამშრომლა", - განაცხადა მუჯირმა.

მისივე განმარტებით, დაკავებულ ლევან იმერლიშვილსა და ჩაწერის განმხორციელებელ პირს ერთმანეთთან ნაცნობობა არ აკავშირდებდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, იმერლიშვილმა მის მიერ ჩადენილი ქმედება აღიარა.

"ეს გახლავთ საუბარი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთან, ვგულისხმობ გამოძიების მწარმოებელი ორგანოს თანამშრომელს. მისთვის უცნობი იყო ფარული გადაღების თაობაზე, თუმცა, არსებობდა შესაბამისი კანონიერი საფუძველი კანონიერი გადაღების. მათ წინასწარი ნაცნობობა არ აკავშირებდათ. თუმცა, ისეთი გარემო იყო შექმნილი, რომ მან აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა.

ეს საუბარი საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში შედგა, ვიდრე ის ოფიციალურად გამოიკითხებოდა. ეს საუბარი სრულად არის გადაღებული, მას არავინ დაპირებულა რაიმე გარანტიას აღიარების სანაცვლოდ. ვიმეორებ, მისი აღიარება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად არის მოპოვებული და ოფიციალური გამოკითხვისას, მან აღნიშნულ ფაქტებზე აღარ ისაუბრა, გამოძიებას დაუმალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 5 სექტემბერს, 13:00 საათზე დაინიშნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო