ეკა ბესელია - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ ნამდვილად შეცვლის ქვეყანაში ხელისუფლებას, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ ნამდვილად შეცვლის ქვეყანაში ხელისუფლებას, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პროგნოზის გაკეთება, თუ ვინ იქნება არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმავლესობაში, ჯერ ნაადრევია.

"ვინ იქნება უმრავლესობაში და როგორი იქნება პოლიტიკური მოცემულობა, ნაადრევია ამაზე საუბარი და უმჯობესი ცოტა მოგვიანებით, როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით საარჩევნო ციკლს. ანალიზის გაკეთებისთვის ის პერიოდი იქნება უფრო ახლოს რეალურ მოცემულობასთან. ამ გადასახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ პარლამენტში და მომავალ პარლამენტში იქნებიან, კოალიციის თვალსაზრისით ვინ როგორ დაჯგუფდება, აქ ალბათ, მთავარი განმსაზღვრელი იქნება პროდასავლური და პრორუსული მიმართულების ხედვები. მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე დრო იყოს ვიფიქროთ, ვისთან რა დოზით შეიძლება ურთიერთობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან ასევე ისაუბრა, რომელ პოლიტიკურ პარტიებთან გამორიცხავს დაჯგუფებას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ბესელია მომავალში პოლიტიკური ხედვების თანხვედრას ვერც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვერც „ქართულ ოცნებასთან“ ხედავს.

"გამორიცხვის მეთოდით შემიძლია გითხრათ, რომ იმ პოლიტიკურ ძალებთან ნამდვილად ვერ ვითანამშრომლებ, ვის მიმართაც უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სიმძიმე მოდის წარსულიდან - "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ. "ქართულ ოცნებას" რაც შეეხება, დღეის პერსპექტივით ამ სახით და ამ ფორმით შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაშინ იქ ვიქნებოდი და არ წამოვიდოდი იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომლის დაარსების პირველივე დღიდან იქ ვიყავი. დღეს ამ გადასახედიდან ეს პოლიტიკური ძალა არა თუ უმრავლესობას ვერ აიღებს, არამედ ძალიან რთულ ვითარებაშია. გადახედოს ჯერ საკუთარ პოზიციებს. უნდა ვნახოთ, რა სახით, რა მოცემულობით, რა შემადგენლობით წარსდგება მომავალ პარლამენტში. თუ პირობითად ეს ხალხი არ იქნება და ოხანაშვილებით და ზარდიაშვილებით უნდა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შესვლა, მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის ვერანაირ რესურსს. მოდით, გავიაროთ ეს გზა. დავინახოთ, ვინ შედის პარლამენტში, რა შემადგენლობით, ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც შეიძლება პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფოს მართვაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, საით იყურებიან დასავლეთისკენ თუ ჩრდილოებისკენ," - დასძინა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო