ლევან ბოძაშვილი - ივანიშვილის ტაქტიკა მაგონებს ბერლუსკონის მანევრებს, როცა ის ხელისუფლებას ჯერ ოდნავ გაეცლებოდა და შემდეგ ბრუნდებოდა - ბერლუსკონიმ ეს სამჯერ მოახერხა

2020-ში კოალიციური მთავრობის ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე „ოცნების“ მიერ უმრავლესობის მოპოვების, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები შეაფასა.

„კარგია, რომ ოცნების ხელმძღვანელობა კოალიციურ მთავრობას, როგორც პასუხისმგებლობის გადანაწილების აუცილებლობას ისე უყურებს. თუმცა, თუ პოლიტიკური სპექტრი მომდევნო არჩევნებისთვის იმ სახით შენარჩუნდება როგორც ახლაა, ასეთი კოალიცია ბევრს ვერაფერს შეცვლის, პირიქით, გაგრძელდება არსებული პოზიციური დაპირისპირება. ამ დროს კი ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროება სტაბილურობა და სწრაფი განვითარება. ძალიან ჩამოვრჩით გლობალურ ტენდენციებსა და მეორადი, უმნიშვნელო პრობლემების ხელოვნურად შექმნითაა პოლიტიკური სპექტრი დაკავებული. ახალ ძალაზე მოთხოვნილება უაღრესად დიდია და ეს ნიშნავს, რომ კოალიციის ალბათობა 2020 წელს უფრო მაღალია, ვიდრე ოცნების მხრიდან უმრავლესობის მოპოვების. საქმე იმაშიცაა, თუ ასეთი ახალი ძალა შეიქმნა და მოიპოვა მოსახლეობის მხარდაჭერა, მოინდომებს კი ის კოალიციას „ოცნებასთან“?“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ მომავალმა პარლამენტმა მთავრობა ვერ დააკომპლექტა, დადგება ვადამდელი არჩევნების საჭიროება, ეს კი „ოცნებისთვის“ დასასრული იქნება.

„ამიტომაც, კოალიციურობაზე აქცენტი სწორედაც რომ „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის ინტერესებშია. ტაქტიკა, რომელიც პროპორციული არჩევნებით ივანიშვილმა შემოგვთავაზა, მაგონებს ბერლუსკონის მანევრებს, როდესაც ის ხელისუფლებას ოდნავ გაეცლებოდა, რათა დაგროვილი უარყოფითი მუხტი გადაენაწილებინა ოპონენტებზე და შემდეგ კვლავ დაბრუნებულიყო ხლისუფლებაში სრულად. ბერლუსკონიმ ეს სამჯერ მოახერხა“, - აღნიშნა ბოძაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა